logo
ENG



"არ არის ეს ძალადობა" - დაჩი ბერაია ტარიელ ნაკაიძისთვის მიკროფონის ჩარტყმაზე

24 მარ 202310:47
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/24/ru42q6yfaaucvd8.jpg

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული დეპუტატი დაჩი ბერაია აცხადებს, რომ მისი თანაპარტიელის, ვიქტორ ჯაფარიძის მიერ პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატისთვის ტარიელ ნაკაიძისთვის მიკროფონის ჩარტყმა "არ არის ძალადობა".

"არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. იქ ვიყავი, ადგილზე ვიყავი, თქვენ [ჟურნალისტი] უყურეთ პროცესს? თავიდან ბოლომდე უყურეთ პროცესს? მე იქ ვარ, თუ ხედავთ, დააკვირდით კადრებს, იქ ვდგავარ, ნაცრისფერი პიჯაკით. რად მინდა კადრების ნახვა, არ არის ეს ძალადობა", - თქვა ბერაიამ.

22 მარტს ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა.

დაპირისპირება რეპლიკებმა გამოიწვია, კონკრეტულად კი ვიქტორ ჯაფარის გაღიზიანება სიტყვა აგენტმა გამოიწვია, რის შემდეგაც ის თავს დეპუტატ ნაკაიძეს დაესხა და სიტყვიერად სხვა ოპოზიციონერ კანონმდებლებს დაუპირისპირდა.

ქართული ოცნების თავმჯდომარე გუშინ პარლამენტში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და ტარიელ ნაკაიძეს "მძიმე რეპუტაციის მქონე კაცი" უწოდა.

ამასთან, ნაკაიძის თქმით, სუბარმა მას "შპიონი და მოღალატე" უწოდა.

ფორმულას ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს სთხოვა განემარტა, რას ნიშნავს "მძიმე რეპუტაციის მქონე კაცი", რაზეც კობახიძემ უპასუხა: "არ მინდა და არ განვმარტავ".

აღსანიშნავია, რომ ამ განცხადებებზე შეფასება არ გაუკეთებია სახალხო დამცველს. ლევან იოსელიანმა ნაკაიძესთან დაკავშირებით შეკითხვას არ უპასუხა.


close დახურვა